-
2014-05-05 11:40
ადგილობრივ ეპარქიასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ინჩხურის ამბროსი ხელაიას ტაძრის ყოფილ წინამძღარ მამა გრილოგლს შორის არსებულ დაპირისპირებას, ადასტურებს „აფხაზეთის ხმის“ წყარო, რომელიც ადგილობრივია და მისი ვინაობის დასახელებისგან თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მისი ინდენტიფიცირების შემთხვევაში კი ვარაუდობს, რომ „მეუფის რისხვას“ დაიმსახურებს.
„დაპირისპირება ნამდვილად ჰქონდათ და ამის მიზეზი მამა ანდრია სალაიაა, რომელიც ახლა უნდა დაინიშნოს ამ ტაძრის წინამძღოლად.
მეუფე პეტრემ შეუქმნა მამა გრიგოლს ისეთი სიტუაცია, რომ იგი იძულებული გახდა დარიალში გადასულიყო. მას სრულიად უსამართლოდ მოექცნენ და ინჩხურის მოსახლეობაც ამას აპროტესტებს. მამა გრიგოლი ძალიან უყვარდა მრევლს, გაჭირვებულებს ეხმარებოდა, სოფლის მოსახლეობასთან მეგობრობდა.
მისი წასვლის შემდეგ კი, ადგილობრივები ეკლესიის ეზოშიც არ შედიან. წირვას არავინ არ ესწრება. ფაქტიურად დღეს ამ ეკლესიას მრევლი არ ჰყავს“, - ამბობს წყარო.
მისივე თქმით, ეპარქია შექმნილ მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევს.
„მათ ფეოდალის პოზიცია უკავიათ - ჩემია და რასაც მინდა, იმას ვიზამ", - ამბობს "აფხაზეთის ხმის" წყარო.
სატელეფონო ზარებს ჭყონდიდის ეპარქიაში არ პასუხობენ. მამა გრიგოლს კი ტელეფონი გათიშული აქვს. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს სახელით ინჩხურის ტაძრის წინამძღვარმა გააკეთა.