
პროკურატურის თანხმობა გირაოზე – მოდულის შენობასთან აფთიაქის დაყაჩაღებისთვის ბრალდებული პირი თავისუფალია.– ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებში გავრცელდა.
,,ჩვენ გვეგონა, რომ ის პასუხს აგებდა და დაკავებული იყო. თუმცა გავიგეთ, რომ პროკურატურამ გირაო მოითხოვა და ეს ადამიანი აგერ თავისუფლად დადის,“– განაცხადა ყაჩაღობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ნოსელიძის მეზობელმა.
ყაჩაღობა, რომელშიც ბრალი ნოსელიძეს ედება, 4 აპრილს ვაჟა–ფშაველას გამზირზე, ,,ჯი–პი–სის“ ფილიალში მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა დანის მუქარით 500 ლარი გაიტაცა და მიიმალა. აფთიაქი ე.წ. მოდულის სენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.