უკვე ცნობილია თარიღი, როცა ანაკლიაში Каzантип ჩატარდება. სამეგრელოს პატარა ზღვისპირა დასახლება გრანდიოზულ ფესტივალს 20-30 აგვისტოს განმავლობაში უმასპინძლებს. ანაკლიაში მზადება უკვე დაწყებულია.
გადაცემაში "ნინა 18" მსახიობი დუტა სხირტლაძე ვანო ჯავახიშვილის პაროდიას ასრულებს.
თიკო სადუნიშვილი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მოკლე რეპლიკით პასუხობს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე "ფეისბუქში" ხელისუფლების წარმომადგენლებს "უუნაროებს" უწოდებს და წერს, რომ ვერტმფრენში, რომელიც დარიალში გაგზავნეს, დიზელის საწვავი რუსებმა ჩაასხეს.
CTV GEORGIA-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრანსგენდერი გიორგი ჩხარტიშვილი, იგივე მაცაცო ამბობს, რომ 2014 წლის განმავლობაში პოლიტიკის კუთხით გააქტიურებას გეგმავს. "მე ვაპირებ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, ჩემი ცნობადობა და პოპულარობა ამის შედეგად მოიმატებს.
ამჟამად მე ვაკეთებ პოლიტიკის კუთხით ანალიზსა და შეფასებებს, მაგრამ ამას ვაკეთებ როგორც მოქალაქე და არა როგორც რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. მე სრულიად თავისუფალი ადამიანი ვარ", - ამბობს ინტერვიუში ჩხარტიშვილი.
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მიმდინარე აქციაზე 30-მდე ახალგაზრდამ გოგი გვახარიას გადაცემის დახურვა და პირველი არხის ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც პანკისის ხეობაში 97 ჩეჩენი მებრძოლის დაბანაკებას ეხება.
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, დავით კოდუა უცხოეთში სამკურნალოდ წაიყვანოს. ამის შესახებ ნანუკა ჯორჟოლიანი „ფეისბუქში“ წერს.
მოსკოვში, წითელ მოედანზე პიონერთა რიგებში საზეიმოდ მიიღეს სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალურად ჩაყვანილი 3.000-დე მოსწავლე.
ტრანსგენდერი მაცაცო „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ იღლება და ფიქრობს, რომ „ეს ყველაფერი“ საშინელებაა, ამიტომ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა და მონასტერს მიადგა, სადაც უთხრეს, რომ ის, როგორც ლგბტ პირი, მოკვეთილია ეკლესიისგან.