
პიროვნება, რომელსაც ცნობილი ქართველი ტრანსსექსუალი გიორგი ჩხარტიშვილი, იგივე მაცაცო ქმრად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მასთან ერთად ოჯახი შექმნა, „კვირას“ დაუკავშირდა.
მას ვინაობის გამხელა არ სურს. პორტალი „კვირა“ სტატიაში მას პირობითი სახელით – „ირაკლით“ მოიხსენიებს.
ირაკლიმ გიორგი ჩხარტიშვილის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა. როგორც ირაკლი აცხადებს, ჩხარტიშვილმა ცრუ ისტორია შურისძიების მიზნით გაავრცელა. მისი თქმით, შურისძიების მიზეზი ირაკლის ინიციატივით მაცაცოსთან ურთიერთობის გაწყვეტა გახდა.
„მე და გიორგი დაახლოებით 2 თვის წინ დავშორდით ერთმანეთს. ამის შემდეგ ის სისტემატურად მწერდა სოციალურ ქსელებში და მემუქრებოდა. ეს არის ჩემი უფლებების დარღვევა, როდესაც ჩემი ინტიმური ფოტოები მედიის საშუალებით ვრცელდება. ადრე სწორედ ეს იყო ჩვენი ჩხუბის ერთ-ერთი მიზეზი. ეს ადამიანი ფსიქიკურად შერყეულია“, – აცხადებს „კვირასთან“ ირაკლი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველმა ტრანსსექსუალმა გიორგი ჩხარტიშვილმა, იგივე მაცაცომ „კვირას“ რედაქციას განუცხადა, რომ მან უმცირესობის წარმომადგენელთან ოჯახი შექმნა. მაცაცომ „კვირას“ იმ პიროვნებასთან გადაღებული ინტიმური ფოტოებიც მიაწოდა, რომელსაც ის ქმრად მოიხსენიებს.