დონეცკსა და სლავიანსკში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შეტაკებები ტერორისტებსა და უკრაინულ არმიას შორის დონეცკსა და სლავიანსკში. დონეცკში ისმოდა საარტილერიო ცეცხლის ხმა, იყენებდნენ ყუმბარმტყორცნებსა და ნაღმმტყორცნებს.
შსს-ს პრესსამსახურში "აფხაზეთის ხმას" განუცხადეს, რომ ბათუმში 30 მაისს პატრულ-ინსპექტორ რ.დევაძის გარდაცვალებას არა აქვს კავშირი პოლიციის დღის სადღესასწაულო ღონისძიებებთან და ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (და არა აღლუმის მწკრივში) გარდაიცვალა.
დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და სანდრო გირგვლიანის მამას მიმართავს. ადვოკატი აცხადებს, რომ შვილის მკვლელობის საკომპენსაციოდ გურამ გირგვლიანს თანხა აქვს აღებული.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას ურჩევს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არ დატოვოს, რათა საქართველოს მსგავსად, ამის გამო არ ინანოს.
საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას "ორმოცდაათიანელთა" თბილისში დაგეგმილი შეკრების შესახებ და უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ ამ შეკრების ერთერთი ორგანიზატორი საპატრიარქოა.
"ზონანიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიების მსვლელობისას აღლუმის მწკრივში მდგარი პატრულ-ინსპექტორი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ უსუფაშვილი, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი დებატებში გამოიწვია და განაცხადა, რომ თვითონ ამ დებატებზე ცარიელი ხელებით მივა, ხოლო დასახელებულ პირებს შეუძლიათ, იურიდიული სამსახურები მოამზადონ.
პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები პოლიციის აღჭურვილობაში შემავალი შეიარაღების გაცნობასაც ითვალისწინებდა.
ჩინეთში, ორი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, მას შემდეგ რაც მათ საპირფარეშოს ორმოში ჩავარდნილი მობილური ტელეფონის ამოღება სცადეს. ამის შესახებ The South China Morning Post წერს. ინციდენტი ხენიანის პროვინციაში მოხდა.
აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრმა ლეონიდ ლაკირბაიამ პირველი პრესკონფერენცია მოიწვია იმ მოვლენების შემდეგ, რაც სოხუმში ვითარდება. მისი თქმით, ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმი ლიკვიდაციის საფრთხის გამო დატოვა.