ხათუნა ბერძენიშვილმა „ფონიჭალელ „ტიტუშკებში“ „ოცნების“ აქტივისტები ამოიცნო და დაასახელა (ვიდეო)

Image

„ოცნება“ არჩევნებს მუშტით, კვერცხით და პოლიტიზირებული პოლიციით ატარებს“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კრწანისში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხათუნა ბერძენიშვილმა.

 

„აფხაზეთის ხმა“ კანდიდატს ფონიჭალაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაუკავშირდა, სადაც ერთმა ჯგუფმა კონცერტი და მოსახლეობასთან ხათუნა ბერძენიშვილის შეხვედრა ჩაშალა. დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ მათ შორის საარჩევნო კომისიის წევრებიც იყვნენ:

 

„დღეს „ოცნების ტიტუშკებმა“, მათ შორის საარჩევნო კომისიის წევრმა სოფელ ფონიჭალაში, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩაშალეს.

 

სიტუაციის დარეგულირებისთვის ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიცია, სოფელში ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა, თუმცა სიტუაციის განმუხტვა არც მოსვლის შემდეგ უცდიათ და არც პროვოკატორები დაუკავებიათ.

 

„ოცნება“ შანტაჟით, პროვოკაციით ცდილობს ეროვნული უმცირესობის დაშინებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ არ ეშინიათ.

 

სწორედ ამიტომაც იყო, რომ „ოცნების ტიტუშკებმა“ სოფლის მოსახელობაში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. ჩვენ მოვახდინეთ იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საკუთარ თავს ადგილობრივებს უწოდებდნენ, სინამდვილეში კი ერთ-ერთი მათგანი ოცნების კრწანისი რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა ცეცხლაძეა, მეორე კი ოცნების აქტივისტი და კრწანისის # 30-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი "ქართული ოცნებიდან" გენადი შხიანი“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ ხათუნა ბერძენიშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !