-
2014-06-01 00:01
ვაკეში, შრომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის მე-12 სართულიდან 15 წლის გოგონა თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა, ამ ფაქტის თვითმხილველმა მოზარდის დედამ კი გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა ვაკეში გუშინ მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ტრაგედიის დროს გოგონას დედა ეზოში იმყოფებოდა და თავად გახდა თვითმხილველი, როგორ დაეცა ასფალტზე მე-12 სართულიდან გადმომხტარი მისი შვილი, რის შემდეგაც გონება დაკარგა. ამჯერად გოგონას დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შენიშვნა: ფოტო მასალას ერთვის თემატური კავშირის პრინციპით და არ ასახავს აღწერილ ფაქტს
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29