-
2014-06-17 02:24
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობა რადარებიდან მართებული შეფასება იყო და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა დაადასტურა.
"აღარ არის "ნაციონალური მოძრაობა", გაქრა "ნაციონალური მოძრაობა", ის აღარ არის მეორე პოლიტიკური პარტია, ეს მითი გაქრა და ამაში მაშინ დარწმუნდებით, როცა საკრებულოები დაკომპლექტდება და ნახავთ, რომ იქ "ქართული ოცნება" აბსოლუტური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა