
საბავშვო ევროვიზია დასრულდა. 2013 წლის ფესტივალის გამარჯვებული მალტის წარმომადგენელი გახდა. გაია კაუჩიმ 130 ქულა მოიპოვა.
უკრაინის წარმომადგენელმა სოფია ტარასოვამ 121 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ბელორუსის კონკურსანტი 108 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. ქართულმა ჯგუფმა კი 91 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.
2013 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა კიევში, ხელოვნების ეროვნულ სასახლეში ჩატარდა.