რუმინეთის, მოლდოვის, ჩეხეთისა და სერბეთის პრემიერმინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მე-6 სართულიდან გადმოხტა. მიღებული მძიმე ტრავმების გამო მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღნიშნულ ინფორმაციას სომხური საინფორმაციო პორტალი lragir.am-ი ავრცელებს.
უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკო ვლადიმერ პუტინს ერთობლივ ღია წერილს უგზავნიან, მოთხოვნით, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის მიმართ და დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
გამოცემა TSpress ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას უჩივის. საჩივარს სასამართლო ფოთში დღეს განიხილავს. ინტერნეტგამოცემამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ფოთის მაჟორიტარისა და მისი ბიუროს მიერ, გამოცემამამ კომენტარსა და ინფორმაციის მიწოდებაზე უარი არაერთხელ მიიღო.
ირინა შეიკის მსგავსად, მირანდა შელიაც ფეხბურთელის რცეულია, ოღონდ, უფრო მოკრძალებულის - გიორგი ჭანტურიას... ირინა და მირანდა ფიზიკურადაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და, როგორც "ფეისპაპარაცი" წერს, ეს არაერთხელ აღნიშნულა სხვადასხვა ინტერნეტფორუმზე, მათ შორის, რუსეთშიც.
ბელგიისა და რუსეთის ნაკრები გუნდების შეხვედრამ, სადაც ბოლო წუთებში ბელგიელებმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლეს, უკრაინელ კომენტატორს პუტინისადმი მიძღვნილი ცნობილი ჰიტი გაახსენა და წაიმღერა კიდეც...
ამერიკელები რომ უკვე ფეხბურთშიც ანგარიშგასაწევი მეტოქეები გახდნენ, ბეტუს კარში გატანილმა ორმა ულამაზესმა გოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: პორტუგალიელები ამერიკელებთან ფიასკოს ბოლო წამებზე გადაურჩნენ, თუმცა, საეჭვოა, ფრე მათთვის დიდად საამაყო იყოს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში დღეს ტრაგედია დატრიალდა, რომელიც სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმში ბავშვების ბანაობის დროს მოხდა. მერვეკლასელ ბიჭს, რომელიც მდინარეში თანატოლის გადასარჩენად გადახტა, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი - "სამანთ მფარველი" აკურთხა. ამ ხატის შექმნის შესახებ იდეა ქართველი მესაზღვეების მოძღვარს, სვეტიცხოვლის დეკანოზ, მიქაელ მაჭარაძეს ეკუთვნის. მისი ინიცატივით, მესაზღვრეთა შემოწირულობებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით, დაიწერა ხატი - "სამანთ მფარველი".