-
2014-06-25 18:24
,,სასჯელაღსრულების N 6 დაწესებულებაში (ე.წ. "კრიტში"), 2 დღის წინ გარადაიცვალა პატიმარი მაისურაძე "პერედოზიროვკით" და ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო საგულდაგულოდ მალავს!“- ინფორმაციას თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი ,,ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 2 კვირის წინ N 17 დაწესებულებაში ამოიღეს 2 მაკაროვის სისტემის პისტოლეტი.
"აფხაზეთის ხმას" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში პატიმრის გარდაცვალების ფაქტი გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ დაუდასტურეს:
"პატიმრის გარდაცვალების ფაქტს მე ვერ დაგიდასტურებდით, ვიდრე ოჯახთან არ შევათანხმებდი. ნამდვილად გარდაიცვალა პატიმარი, ოღონდ არა ისე, როგორც გავრცელდა, ანუ არა ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარებით. მიზეზს ჯერ ვერ გეტყვით, ამას ექსპერტიზა დაადგენს, ის უკვე დაწყებულია და დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია გარდაცვალება", - უთხრა "აფხაზეთის ხმას" პრესსამსახურის წარმომადგენელმა თაია მახარაშვილმა. -
"იქ ასევე წერია გვარი მაისურაძე, თუმცა მე იდენტიფიცირებისთვის ვერაფერს გეტყვით, ვერც სახელსა და გვარს და ვერც იმას, თუ რომელი რეგიონიდანაა გარდაცვლილი. რაც შეეხება იარაღის ამოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება", - თქვა მან.