უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს რუსული პროდუქციის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ვიდეორგოლები რუსულ პროდუქციაზე უარის თქმის მოწოდებით სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ამას გარდა, რუსული საწვავის გამსაღებელ გასამართ სადგურებზე აკრავენ სტიკერებს და ა.შ.
მსგავსი პროპაგანდა საქართველოშიც დაიწყო. "უარი რუსულ პროდუქციას", ძირითადად, აქტუალურია იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთის საოკუპაციო არმია პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს ან მონაწილეობდა ქვეყნის საწინააღმდეგეო მოქმედებებში.