კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად და შევინარჩუნოს ის მოწოდებები, რაც არის პირბადეებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

>>>

თბილისში, ახვლედიანის აღმართზე ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ახვლედიანის აღმართზე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

>>>

დავით ბაქრაძე - ძალიან დიდი დრო გავა, სანამ პირველი გაჭირვებული ადამიანი აიღებს, თუნდაც, ელემენტარულ დახმარებას

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში და რამდენად სასწრაფოა ეკონომიკური გადარჩენის გეგმის წარდგენა და განხორციელება. მისივე თქმით, გეგმა, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, სრულიად არასაკმარისია, მოსახლეობის დახმარებისა და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ეს არასაკმარისი გეგმაც კი არ სრულდება. როგორც ბაქრაძე აცხადებს, ხელისუფლება ვერ ან არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას.

>>>

საქართველოს მთავრობა - ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები

შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

>>>

თბილისის მერია - კოსტავას ქუჩის ნაწილს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

>>>

მარტის შემდეგ ევროპაში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის მანძილზე ევროპაში - იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით, მარტის შემდეგ, ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა.

>>>

ჩინეთს არ აქვს ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ჩინეთს არ აქვს ინფორმაცია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გენგ შუანგმა “როიტერსის“ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, როცა გავლენიანმა მედიასაშუალებამ გასულ კვირას დაწერა, რომ პეკინმა ფხენიანში სამედიცინო ჯგუფი გაგზავნა.

>>>

ლევან გოფოძე - რაც უფრო მეტად მოხერხდება კლასტერების კონტროლი, მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, თუ ქვეყანას აქვს რესურსი, ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოხერხდება საზოგადოების ამა თუ იმ ფენის (კლასტერების )კონტროლი მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება.

>>>

ზურაბ ჯაფარიძის აქცია პრეზიდენტის რეზიდენციის წინ

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის რეზიდენციის წინ საგანმანათლებლო აქცია გამართა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და ახლა სახლში შიმშილობენ.

საგანმანათლებლო აქციის დროს ჯაფარიძეს ხელში ეჭირა მუყაოს ნაჭერი, წარწერით: "6 დღე არ ვჭამ".

ირაკლი ჩიქოვანი - არ გამოვრიცხავთ,რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა თანმიმდევრული იყო და მას რამდენიმე ეტაპი აქვს, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !