დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა დახმარების გარეშე ტოვებს 600 ათას თვითდასაქმებულს და საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ხელფასი დაკარგეს

Image

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა არასრულყოფილია, რადგან ის დახმარების გარეშე ტოვებს 600 ათას თვითდასაქმებულს და საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება ადამიანებს, რომლებმაც ხელფასი დაკარგეს.

 

„მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას აქვს ორი ძალიან დიდი ხარვეზი. პირველი ეს არის მისი არასრულყოფილება. მაგალითად, გეგმა ყოველგვარი დახმარების გარეშე ტოვებს მინიმუმ 600 ათას თვითდასაქმებულს საქართველოში, ამასთანავე, გეგმა საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სამსახური ჰქონდათ და ხელფასი დაკარგეს, ანუ ეს არის არასრულყოფილი დახმარების გეგმა, რომელიც ვერ აამუშავებს ეკონომიკას იმიტომ, რომ არ ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე განმარებით, გეგმის მეორე ხარვეზი ის არის, რომ მისი შესრულება ძალიან ნელა ხორციელდება. ბაქრაძის განცხადებით, ასეთი არასრულყოფილი გეგმით და მისი შესრულებით ნელი ტემპით საქართველო უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„თვენახევარი გავიდა საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან, ორი კვირა გავიდა მთავრობის მიერ ამ გეგმის წარდგენიდან და ვხედავთ, რომ დღემდე არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ არის გადადგმული, არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ მიუღია დახმარება და ახლა მიდის მსჯელობა, რას დაამტკიცებენ და როგორ სამომავლოდ. უნდა გვესმოსდეს, რომ ყველა დაკარგული დღის ანაზღაურებას მომავალში შეიძლება, რამდენიმე თვე არ ეყოს, იმხელა ზიანს ვიღებთ ახლა. ამიტომ, ასეთი არასრულყოფილი გეგმით და ამ გეგმის შესრულების ასეთი ტემპით, საქართველო აღმოჩნდება უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში და ამის მიზეზი იქნება მთავრობის არასრულყოფილი, ნელი და არაკომეტენტური მოქმედება ეკონომიკის მიმართულებით,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !