
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა“.
მისივე განმარტებით, ექიმები ამ მიმართლებით ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტების მკურნალობისას.
„დღესდღეობით ლეტალობის რიცხვი არის 9. გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის და ჩვენი ექიმები გაცილებით მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.