-
2020-05-04 12:33
ჩვენი კლინიკა მთავრობის დადგენილებით გადაკეთდა კოვიდთან ბრძოლის კლინიკად და არის ყველაზე მძლავრი, არავის ეწყინება, ამიტომ, კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც ვიცით და ისიც, როდის შევწყვიტოთ,- ამის შესახებ თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აქვს თუ არა უკუჩვენება პრეპარატ „პლანქვენილს“ და ხომ არ გამოვლენილა რომელიმე პაციენტში. მისი თქმით, სახელმწიფო პროტოკოლში დაწვრილებით წერია, თუ ვის დაენიშნოს „პლანქვენილი“, ვის არა და როგორ უნდა მოხდეს პაციენტების მკურნალობა.
„ჩვენი კლინიკა იყო მულტიპროფილური. მთავრობის დადგენილებით გადაკეთდა კოვიდთან ბრძოლის კლინიკად და არის ყველაზე მძლავრი, არავის ეწყინება, იმიტომ, რომ აქ არიან გაერთიანებული ის ადამიანები, რომლებიც თანამედროვე სიტყვას ამბობენ დღეს მედიცინაში. აქედან გამომდინარე, ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც, როდის შევწყვიტოთ და რა დოზით მივცეთ პაციენტებს“,- განაცხადა რატიანმა.