-
2020-05-04 12:26
ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. “ცხელების კლინიკაში” სამი ახალი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი ცხრა თვის ბავშვია. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
,,გუშინ გაკეთებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, მათ შორის იყო ერთი სამი წლის გოგონა ფოთიდან. ცხელების კლინიკაში სამი ახალი პაციენტი გვყავს. ესენი არიან: 9 თვის გოგონა ფოთიდან, 60 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან და 35 წლის მამაკაცი ფოთიდან. სამივე მათგანს ცხელება აღენიშება. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება,“- განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.