2020 წლის 11 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება 19 879 მოქალაქეს აღმოუჩინეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით , საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად 10 560 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3393-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის სექტემბერში, ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობისა და ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.
პარტია „ქართული ოცნების“ აღასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ფასილიტატორ ელჩებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.
"ნაციონალური მოძრაობა", მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით, საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ, სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში, უკრაინას საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ექნება.
ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია რეფორმების დარგში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ადეიშვილი ასევე წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც იყო.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას თეთრიწყაროდან ერთი ახალი პაციენტი დაემატა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 638 გახდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.