გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში რუსეთმა საქართველოს ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცეს, რომელიც სანკტ-პეტერბურგში 16 დეკემბერს სცემეს და სახე დაუსერეს. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ ეხმიანება ლარის კურსის ვარდნასა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას.
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ქართველი ხალხისთვის 2014 წლის დღეების უმეტესობა „წინა დღეზე უკეთესი იყო“, ხოლო 2015 წელი გამოცხადდება, როგორც „შრომის წელიწადი“.
აბასთუმანში, ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლის გაქურდვის საქმე უკვე გახსნილია: შსს-მ ქურდობაში ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე დააკავა. ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხანში გაკეთდება. შსს-ს ცნობით, ამოღებულია ნივთმტკიცებები.
ეკა ზღულაძე, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით უკვე მიიღო ქვეყნის მოქალაქეობა და პასუხსაგები თანამდებობა, დღესდღეობით უკრაინაში ყველაზე პოპულარული სახელმწიფო მოხელეა პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის შემდეგ.
„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების კუთვნილი სახლი რამდენიმე საათის წინ გაქურდეს. სახლიდან წაღებულია ტელევიზორი, ჭურჭელი და ალკოჰოლური სასმელები.
25 წლის სოხუმელი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“ სანკტ-პეტერბურგში, მისივე ბინის სადარბაზოში შვიდმა პირმა სასტიკად სცემა და დანით სახე დაუსერა. „პრაიმკრაიმი“ წერს, რომ ბარათელს დანით სასქესო ასოც დაუსერეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ იმ კომისიის წევრები, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც საყდრისს მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ძეგლთა დაცვის სააგენტოში დაასაქმეს.
მოსკოვის ერთერთ ფეშენებელურ სასტუმრო "ნაციონალში" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გავლენიანმა ბიზნესმენმა, ეთნიკურად ქართველმა რუსეთის მოქალაქემ (ის საქართველოში, აფხაზეთშია დაბადებული) ივანე შერვაშიძემ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, თვითმკვლელობა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.
საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სოსო რობაქიძემ ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ზურაბ მიქაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტელეფონი ესროლა, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ზურაბ მიქაძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.