-
2014-12-20 02:14
19 დეკემბრის გადაცემაში „ვანოს შოუ“ იუმორისტმა ვანო ჯავახიშვილმა მონოლოგში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესზეც იხუმრა და თქვა, რომ საქართველოში სააკაშვილი იძებნება, ევროპაში - ღარიბაშვილი.
„მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში განაცხადა, მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და მოვედი. მაინტერესებს, არაჩვეულებრივი მოქალაქე რატომ არ მოვიდაო. არაჩვეულებრივ მოქალაქეს სად სცალია სტრასბურგში სასიარულოდ, ფილოსოფიაშია გადაჭრილი და დიოგენესავით შუშის კასრშია ჩაკეტილი, სოლოლაკში...
ასევე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მე რა მინდოდა ევროპარლამენტის სხდომაზე, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო. მართალია ის კაცი, იქ საქართველოს ბედი წყდებოდა, ღარიბაშვილის კი არა... მოკლედ, საქართველოში სააკაშვილი იძებნება და ევროპაში - ღარიბაშვილი. გაგიჟებული კითხულობენ ევროპელები, რა იქნა ის კაციო...“
შენიშვნა: ვიდეო აღებულია გადაცემის ოფიციალური გვერდიდან „იუთუბზე“