„Чужой“ ანუ უცხო თავისიანებს შორის: როცა გმირები კვდებიან, მაგრამ რჩებიან...

Image

„აიდარის“ ქართველი წევრის ალეკო გრიგოლაშვილის ცხედარი კიდევ ერთ, მასთან ერთად დაღუპული უკრაინელი მებრძოლის "დინამიტის", იგივე სერგეი ოვრაშკოს ცხედართან ერთად ლუგანსკის ოლქიდან კიევში გადაასვენეს.

 

„რწმენასაცა აქვს თავისი ქსელი, მხოლოდ ობობას და ბადეს კი არა, და რწმენის უხილავი ქსელით გადაიბნენ კანუდოსელები, უცხენოები, შინ გამაგრებულნი, თვალნათლივ მიხვდნენ, სიკვდილიც რომ შეიძლება ასე ამაყად ლამაზი იყოს და მიჩინიოს ხილვით, თავზარდაცემულ დომენიკოსაც წამით ყველაფერი მიავიწყდა, ისიც სხვებსავით შეჰყურებდა, ეს ლაღად განრისხებული, ეს სხარტად მძვინვარე დიდი მეომარი, ტყვიით დაცხრილული, ბოლოს ცხენიდან გადმოვარდნისას, ჰაერში მოკვდა, რა უცნაურად - ღიმილით პირზე, თავისუფალი!..“

- გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“.

-

ქალაქს, სადაც ალეკო დაიღუპა, უკრაინულად Ща́стя ჰქვია, რაც ითარგმნება, როგორც ბედნიერება, მაგრამ ალეკო იქ ბედნიერების საძებრად არ წასულა: ის იქ საქართველოს იცავდა, თავისუფლებას იცავდა.

 

ალეკო თავისუფალი წავიდა ომში და თავისუფალი მოკვდა. მისი მეტსახელი - Чужой, რომელიც სიყვარულით შეარქვეს თანამებრძოლებმა, უფრო მის გამორჩეულობას გულისხმობდა, ვიდრე მის უცხოობას. ალეკოს არ შეეძლო, უკრაინელებისთვის უცხო ყოფილიყო, რადგან თავისუფლების დაცვა, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ იყო მისთვის უცხო.

 

იქნებ ამ მეტსახელის შერქმევით უკრაინელები თავიანთ თანამემამულეებსაქც ამუნათებდნენ, დღემდე რომ სახლებში თბილად სხედან - აი, „უცხო“ საიდან ჩამოვიდა, ჩვენთან დგას, ჩვენთან, ჩვენთვის იბრძვის და კარგად ესმის, რომ ეს მისი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაა, თქვენ კი...

 

ყველა კარგი მებრძოლის, თავისუფლების ყადრის მცოდნე ადამიანის წასვლისას, ერთერთი ყველაზე დიდი დანაკლისი მაინც ის არის, რომ გარშემომყოფებს, პირველ რიგში შვილებს, ცოცხალ, მოქმედ მაგალითად ვერ ეყოლება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვერ გადასცემს იმას, რომ „თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია“.

 

იგივეს ვიტყოდი ალეკოზეც, რომელიც მაგალითად დარჩება მისი შვილების და არამარტო მათი თაობისთვის, მაგრამ ცოცხალ მაგალითად არ გვეყოლება, არადა, დღეს და აქ, ახლა, ალეკოსნაირები სწორედაც რომ ცოცხლები გვჭირდება...

 

სად ალეკო და სად პათეტიკა, მაგრამ იმის აღნიშვნას მაინც ვერ ავცდებით, რომ გმირები, მართლაც, კვდებიან, მაგრამ რჩებიან. ალეკოც - დარჩა. 

 

ალეკოს ცხედრიან კუბოს უკრაინისა და საქართველოს დროშები ამშვენებდა, მასთან ერთად დაღუპული „დინამიტის“ ცხედარს - უკრაინის. ჩვენი „დინამიტი“ 38 წლის იყო, უფრო ჩვენი „ჩუჟოი“ – 32.

 

„Чужой“ სულაც არ იყო ჩვენთვის უცხო, უფრო მეტიც, დაღუპვამდე ერთი დღით ადრე საშამ უკრაინის მოქალაქეობის თხოვნით განცხადება დაწერა“: „აიდარის“ მებრძოლები.

 

ლაშა ბერულავა

 

 

 

chujoi.jpg

chuj-aidar.jpg

chuj1.jpg

chuj.jpg

chuj2.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !