
79 წლის ასაკში 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, მთავრობის სახლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მრავალათასიანი მანიფესტაციის სისხლიანი დარბევის ერთერთი შემსრულებელი, გენერალი იგორ როდიონოვი გარდაიცვალა.
იგორ როდიონოვი იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის ორგზის დეპუტატი, ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრი. აღსანიშნავია, რომ სსრკ-ს სახალხო დეპუტატად იგორ როდიონოვი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოდან, კერძოდ, ბორჯომის ოლქიდან აირჩიეს.