
ამერიკულმა forbes-მა ყველაზე მდიდარი ქალი პოპ-მომღერლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მდიდარი ქალი პოპ-მომღერალი რიანაა, მისი ქონება 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
რიანას შემოსავლები არა მხოლოდ კონცერტებიდან და გაყიდული ალბომებიდან იმატებს, არამედ პოპ-მომღერალს აქვს ბიზნესებიც. მუსიკოსმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ცნობილ ფრანგულ კონგლომერატთან LVMH-თან თანამშრომლობით შექმნა საკუთარი კოსმეტიკური ხაზი და 2019 წელს 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაყიდა. რიანას წილის ღირებულება აღნიშნულ კოსმეტიკურ ბრენდში 375 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
სიაში მეორე ადგილს იკავებს ბიონსე 420 მილიონი აშშ დოლარით
მესამე ადგილზეა ტეილორ სვიფტი - 365 მილიონი აშშ დოლარი
მეოთხე ადგილის მფლობელია ჯენიფერი ლოპესი - 150 მილიონი აშშ დოლარით
მეხუთე ადგილს კი ჯესიკა სიმპსონი - 110 მილიონი აშშ დოლარი
ბოლოს კი ბრიტნი სპირისი - 60 მილიონი აშშ დოლარი