ლელოს ლიდერები მოუწოდებენ მმართველ გუნდს, გადადგან ნაბიჯები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შესათანხმებლად.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს ნდობა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს.
"პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, შესაძლოა, საბაბს ეძებდა გადასადგომად და ეს საბაბი ახლა იპოვა" - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას მოუწოდებს, კანონს დაემორჩილოს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაპატიმრება მოხდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი გახარიას ნაბიჯი დასაფასებელია, მაგრამ ახლა გაერთიანებული ოპოზიცია „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებისგან ახალ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ნიკა მელიას საქმეზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გიორგი გახარიას გადადგომას ტაშით შეხვდნენ.
მინდა მჯეროდეს, რომ გადადგომის შესახებ ჩემი ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვითარების“, - ამის შესახებ გიორგი ახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.