
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი მთავრობის კანცელარიაში დასრულდა. კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში უკვე ევროკავშირის ოფისში იმყოფება.
შვედი დიპლომატი, რომელმაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლი უნდა მოირგოს, უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც.
"მოუთმენლად ველოდები ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას" – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია.