
15 მარტი ეს ის დღეა როცა ყველა ენერგიის მომატებას იგრძნობთ. მოგინდებათ ცვლილებები, ტრანსფორმაცია, მოიმატებს მგრძნობელობაც. 16 მარტს გონებისა და კონტაქტების მმართველი პლანეტა მერკური თევზების ზოდიაქში გადაინაცვლებს. გაფრთხილდით, რომ არ გათქვათ საიდუმლოებები და არც მოტყუვდეთ. აი, რაც შეეხება 20 და 21 მარტს, მზე და ვენერა გადავლენ ვერძის ზოდიაქოში. მზე მოგვიმატებს ენერგიას და გაგვიჩენს აქტიურობის სურვილს, რაც პირად ურთიერთობებსაც შეეხება.
15 მარტი, მთვარე აქტიურ ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით კი მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა,
ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.
კარგია თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
ფრთხილად იყავით, რომ არ გაცივდეთ. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმიურ მკურნალობას.
16 მარტი 14:56-დან მთვარე კუროს ზოდიაქოში გადაბრძანდება. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.
კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები.
მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) სხვა და სხვა პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.
19 მარტი, მთვარე ცვალებად ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი ანტატუ.
ცუდია მანიკიური დაფრჩხილების დაგრძელება.ასე, რომ ვთქვათ ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.
21 მარტი, მთვარე 16:17-დან გადავა ემოციურ კირჩხიბში. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი ან ტატუ.
ცუდი იქნება კუჭის გამოკვლევა და ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონაში.