
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია კოლეგას, მაგდა ანიკაშვილს მიმართავს.
„ბრავო, მაგდა, ყოჩაღ!
არასოდეს არც ერთი ჟურნალისტისთვის ასე საჯაროდ, ეთერიდან არ მიმიმართავს. ყოჩაღ, მაგდა, ბრავო! რაც მე იმ დღეს ვნახე ამის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი.
ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია, ყველაფერს ვიფიქრებდი და შენი წაყვანილი გადაცემიდან იმ ყველაფერს რომ მოვისმენდი არ მეგონა.
როგორ გვიწოდებდნენ საროსკიპოებს და როგორ მოითხოვდნენ ჩვენს დახურვას და შენს თვალებში შეციცინებულ სახეს რომ დავინახავდი ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.
ჩემ რომელიმე ეთერში შენი სახელი რომ ვინმეს ცუდად ეხსენებინა არ შევარჩენდი.
ყველაფერს დაარქმევს ეს ცხოვრება თავის სახელს და ეს ცხოვრება არც თუ ისე გრძელია. მინდა, რომ ეს დღე დაიმახსოვრო დადგება ის დრო, როცა შენ ინანებ.
ინანებ, რომ თვალებში შესციცინებდი იმ დღეს იმათ, ვინც მედიის დახურვას მოითხოვდა“ – განაცხადა გრიგოლიამ გადაცემაში „რეაქცია“.