
დღეიდან, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია იწყება. ერთ-ერთი პირველი, ვინც "ასტრაზენეკას" ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოადგილე, პაატა იმნაძე იყო.
დღესვე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრნენ მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გედელია და ვაქცინაციის პორტალზე პირველი დარეგისტრირებული NCDC-ის თანამშრომელი - თამარ გიორგაძე.
სამედიცინო პერსონალი ვაქცინას დღეს საქართველოს რეგიონებშიც გაიკეთებს.