მარსიდან დედამიწაზე პირველი შავ-თეთრი ფოტო გამოგზავნა ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა „პერსევერანსმა“, რომელსაც (NASA) მოფერებით „პერსის“ ეძახის.
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.
ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც 20 ივნისის აქციაზე სპეცრაზმელის ტყვიამ თვალი გამოსთხარა, ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომით გახარებული არ არის, რადგან ამის მიზეზი არ აქვს.
Facebook-მა ავსტრალიელ მომხმარებლებს საკუთარი პლატფორმა დაუბლოკა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერ - მინისტრის პოსტთან ერთად პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა.
გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა - „პირადად ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და გულწრფელად რომ გითხრათ, არასასიამოვნო იყო“ მისივე თქმით, ის, რაც ხდებოდა, აბსოლუტურად კანონის ჩარჩოში იყო და პოლიციამ ზუსტად იცოდა, როდის, როგორ ემოქმედა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას და უმრავლესობის შეხვედრას გამართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მიუთითებს მმართველი პარტიის არაგუნდურობას. გოგაშვილის თქმით კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა მიმდინარე წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
პრემიერ-მინისტრობის ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც იქნება წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს მხრიდან, იქნება მხარდაჭერილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგმომამ გახურებულ პოლიტიკურ პროცესს "ცივი წყალი გადაასხა". ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.