-
2021-03-15 14:58
კანის მოვლის ფანტასტიკური რეჟიმის მიღება, რომელიც მორგებულია თქვენს კანზე და მის საჭიროებებზე, საწყისია ნებისმიერი რუტინისთვის - მათ შორისაა სარკისებრი კანი. ასევე აუცილებელია ამის შენარჩუნება. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კანის ტიპები და პრობლემები.
”სარკისებრი კანი მოიცავს ორმაგ წმენდას და აქერცვლას, რასაც მოჰყვება მრავალი მსუბუქი წონის დამატენიანებელი ფენა”, - ამბობს ტერი ბრაიანტი. (ცნობილი make up არტისტი და Guide Beauty-ის დამფუძნებელი.) ”ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ტიპის კანისთვის, რომელიც დაგეხმარებათ შესაფერისი პროდუქტების არჩევაში, რათა გაათავისუფლოთ კანი, არ გადატვირთოთ და დასტრესოთ.” მშრალი სახის კანი ზოგადად ისარგებლებს მკვებავით და მდიდარი ფორმულებით, როგორიცაა კრემები, საწმენდი ბალზამები და ზეთები, ხოლო ზეთოვანი მხარეებით შეგიძლიათ სცადოთ გამწმენდი გელები ან გამწმენდი ქაფი.
არ აქვს მნიშვნელობა თქვენი კანის ტიპს, იცოდეთ რომ სარკიებრი კანი, ყველა კანის ტიპისთვის მიღწევადია. ‘’სარკისებრი კანის მიღწევა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, თუ დარწმუნდებით, რომ საფუძვლები სწორად გაქვთ მიღებული”. - ამბობს ჯუბინ იუნგი Vitabrid C12-ის გენერალური მენეჯერი.
ინგრედიენტები და პროდუქტები:
იუნგის თანახმად, მთავარი მოთამაშეები არიან დამატენიანებელი კრემი და ნამდვილი გამაღიავებელი ვიტამინი C. იგი არის კანის მოვლის ე.წ. გმირი, რომლის ინგრედიენტი და შედეგები ნამდვილად გამოირჩევა. ”სხეული მუდმივად განიცდის ოქსიდაციურ სტრესს და ასევე ჩვენი კანიც, ამიტომ გვჭირდება ვიტამინი C, ამ სტრესის გასანეიტრალებლად”, - ამბობს იუნგი. ”ვიტამინი C ცნობილია, რომ კანს აჯანსაღებს და იცავს მზის, სტრესისა და დაბინძურებისგან, აგრეთვე თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედების განეიტრალებით და დაბერების ხილული ნიშნების გამოსწორებით.” რეგულარული, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, კანი შეიძლება იყოს უფრო კაშკაშა, გლუვი და სუფთა.
რადგანაც სარკისებრი კანის ტენდენცია ორიენტირებულია კანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ საუკეთესო ინგრედიენტები და პროდუქტები, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი კი ვიტამინი C-ა.