საქართველოს ექსპრემიერმინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „2030“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ გვაქვს სახელმწიფო, წესებს ყველა, მათ შორის, პრეზიდენტიც უნდა დაემორჩილოს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარების გამო დატოვა.
ქობულეთში ავტობანის მშენებლობით დაკავებული კომპანიის მუშები დააყაჩაღეს. ინფორმაციას "ბათუმელებზე" დაყრდნობით "ნეტგაზეთი" ავრცელებს. ფაქტს შსს-ც ადასტურებს.
გურჯაანის გამგეობის შენობაში მდებარე მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო დილიდან აჭედილია. კარზე ცოცხი მიამაგრეს და პლაკატები გააკრეს.
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა.
ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და ის დაზუსტებას არ საჭიროებს.
27 აპრილს ლალი მოროშკინა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციას წაიკითხავს, დასწრება თავისუფალია.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დალი გვენცაძე ექსპრემიერმინისტრსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "2030" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, ირონიულად უხდის მადლობას და ქართთულის უფასოდ სწავლას სთავაზობს.
ვერძი - დღეს გაერკვევით ბევრ საკითხებში და ყველაფერს სასურველი მიმართულებით წაიყვანთ. არ იფიქროთ იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები ამის შესახებ. საკუთარი ინტერესების დასაცავად იმოქმედეთ და ეს საკმარისია იმისთვის, რომ გამართლდეს ყველა ქმედება.