შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის დროს პოლიციელმა ეჭვმიტანილი დასაბუთებული ვარაუდის არსებობის გამო გააჩერა.
„ტაბულის“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი შსს-ს ხელმძღვანელობას მიმართავს და იმ ჩამონათვალს უგზავნის, რის გამოც, მისი აზრით, პოლიციას ძალა ეცლებოდა და ეცლება.
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე კომენტარს აკეთებს „ფეისბუქზე“ დღეს გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ის ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთანაა გადაღებული.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს, რა კავშირია ვარკეთილში ძებნის ოპერაციის დროს ნაპოვნ ტანსაცმელსა და პოლიციელის სავარაუდო მკვლელს შორის. შს მინისტრი ბორჯომში მომხდარი მკვლელობისა და გუშინდელი შემთხვევის ხელწერათა იდენტურობაზეც საუბრობს.
შსს-ს მიერ ჩატარებული ძებნის ოპერაციის შედეგად ნაპოვნია პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ნახმარი ტანსაცმელი და „რენოს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც საქარე მინაზე ტყვია აქვს მოხვედრილი. სავარუდოდ, მანქანა თავდამსხმელს არ ეკუთვნის და მას ბრმა ტყვია მოხვდა.
"მიწის და ზეცის გასაყართან დროებით ვსახლობ, რომ შევეგებო მარადისობის გასხივოსნებას!", - პროფილის გარეყდად პოლიციელ ბექა მარგიშვილის მიერ შერჩეული ეს სიტყვები მის პროფილს გარდაცვალების შემდეგაც შემორჩა. პოლიციელი, რომელიც კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა, ლექსებს წერდა და "ფეისბუქზე" აქვეყნებდა.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და უსამძიმრებს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს. პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება:
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობის გამო პოლიციელი ბ. მ., რომელიც რამდენიმე საათის წინ ვარკეთილის მეტროსთან მეწყვილესთან ერთად დაჭრეს, გარდაიცვალა.
თბილისში, ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პოლიციელი დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.