თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მოძრავი რუსი ბაიკერები, რომლებიც საქართველოში ოკუპაციის სიმბოლოდ მიჩნეული "გეორგიევსკის ლენტით" გადაადგილდებოდნენ, ახალგაზრდებმა გააჩერეს და აიძულეს, ლენტები ჯერ ჩამოეხსნათ, შემდეგ კი დაეჭრათ.
ახალგაზრდებმა "თავისუფალი ზონიდან" რუს ბაიკერებს განუმარტეს, თუ რა უსიამოვნება შეიძლება შეხვდეთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გადაადგილებისას ე.წ. "გეორგიევსკის ლენტებს" ისევ გამოიყენებენ:
"კოლმეურნეობის მოედანზე ამ წუთას გადავაწყდით პუტინის ძმაკაც ბაიკერებს რომლებსაც ჰქონდათ დამაგრებული გიორგიევსკის საოკუპაციო ლენტა... საკუთარი დანით დავაჭრევინეთ ეს ლენტები და აუკრძალეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ლენტის გამოყენება...", - წერს სოციალურ ქსელში ფარნაოზ ჭკადუა და ფოტოებსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, თბილისსა და ბათუმში გასულ წელსაც მოხდა რამდენიმე შემთხვევა, როცა აბტომანქანებზე მიმაგრებული "გეორგიევსკის ლენტის" მიმართ მოქალაქეების რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო. ასე მაგალითად, შარშან ზაფხულში, რუსეთის სახელმწიფო ნომრებიან რამდენიმე მსუბუქ ავტომანქანაზე, რომლებიც რუს ტურისტებს ეკუთვნოდა, მოქალაქეებმა გამაფრთხილებელი წერილი დატოვეს, ხოლო ქობულეთში ასეთ მანქანაზე პრეზერვატივი მიამაგრეს.
შეგახსენებთ, ე.წ. გეორგიევსკის ლენტები 2006 წელს პუტინის დავალებით გახდა პროპაგანდის გავრცელების ახალი სიმბოლო და მას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მეორე მსოფლიო ომთან.
“გეორგიევსკის ლენტი” ჩნდება ყველგან, სადაც რუსეთის იწყებს სეპარატისტულ მოძრაობებს. როგორც საქართველოს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი განმარტავს,
ეს ლენტი იყო მოგონილი 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, როგორც ახალი სიმბოლიკის გავრცელების ერთ-ერთი მაგალითი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს თუ რა ფერების კომბინაციაა ეს ნარინჯისფერი და შავი, ზოგჯერ ეს არის უფრო მოყვითალო, ზოგჯერ ფორთოხლისფერი და შავი. ეს არის რუსეთის იმპერიის დროშა, რომლის ქვეშაც არის მოკლული ათიათასობით ებრაელი.
როცა რუსეთს იმპერიაში ხდებოდა ებრაელთა მკვლელობები, ე.წ. შავი ასეულების მიერ, ეს იყო ამ დაჯგუფებების დროშა, დღესაც ამ დროშას იყენებენ აქტიურად რუსი მონარქისტები და მოფაშისტო ელემენტები.
ამ დროშის ქვეშ ახლაც ათასობით უკრაინელს კლავენ უკრაინაში, ამ დროშიც ქვეშ ხდება ყველა ნაციონალისტური პრობლემის წამოწევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ისეთმა ქვეყანამ, როგორიც ბელორუსია, დაიწყო ფიქრი საკანონმდებლო დონზე, რომ ,,გეორგიევსკის“ სიმბოლო აიკრძალოს, მაგრამ ჩვენთან საქართველოში აქტიურად გამოჩნდა."
მართლაც, ბელორუსმა აკრძალა "გეორგიევსკის ლენტის", როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოს გამოყენება საკუთარ ქვეყანაში და ახალი ლენტი ბელორუსის სახელმწიფო დროშის ფერებში შეიმუშავა. საქართველოში "გეორგიევსკის ლენტის" ტარება კანონით აკრძალული არ არის და არც მისი ალტერნატივა შემუშავებულა.