ტერორისტებმა შიროკინოში დაღუპული გიორგი ჯანელიძის ცხედარი დანაღმეს და შორიახლოს სნაიპერები ჩაასაფრეს

ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლებმა მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე მცდელობის შემდეგ, დილის საათებში, ეუთოს მისიის მონაწილეობით მოახერხეს შიროკინოსთან დაღუპული ქართველი მეომრის გიორგი ჯანელიძის ცხედრის გადმოსვენება.

>>>

ივანიშვილი: მე რომ ქვეყნის მტრად დამასახელებ, მართლა საოცრებაა

ექსპრემიერმინისტრი, მილიარდერი, საზოგადოება "2030"-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ამის მიზეზად ის მოჰყავს, რომ მას ქვეყნის მტრად ასახელებენ.

>>>

ივანიშვილი: ნაცმოძრაობა ამტკიცებს, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, კრიმინალი გაიზარდა, დაინგრა ქვეყანა - მსგავსი არაფერი ხდება

ექსპრემიერმინისტრი, მილიარდერი, არასამთავრობო ორგანიზაცია "2030"-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს და ამისთვის "საკუთარ საზოგადოებაზე ძალადობას აგრძელებს".

>>>

19 წლის პანკისელი ბიჭი, რომელიც ქრისტიანი გახდა, ამტკიცებს, რომ დედამ 600 ლარად გაყიდა და სირიაში წასასვლელად გაამწესა

პანკისის ხეობაში, სოფელ დუმასტურში მცხოვრები 19 წლის გიორგი ბორჩაშვილი, რომლის უფროსი ძმა უკვე იბრძვის სირიაში, ISIS-ის არმიის რიგებში, ამტკიცებს, რომ სარწმუნოების შეცვლის შემდეგ დედ-მამამ სახლიდან გამოაგდო.

>>>

ახმედ ზაკაევი: „ვინც პანკისიდან სირიაში წავიდა, ყველა არ მოკვდება, დაბრუნდებიან და პრობლემებს შეუქმნიან ქვეყანას“

ახმედ ზაკაევი „პოსტსკრიპტუმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლონდონიდან აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას: „როცა სირიაში პანკისიდან წასულები უკან დაბრუნდებიან საქართველოში, ეს ქვეყანას და ხელისუფლებას, ცხადია, პრობლემებს შეუქმნის“, - ამბობს ზაკაევი.

>>>

დავიდ სილვამ გონება დაკარგა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ესპანელი ფეხბურთელი დავიდ სილვა მძიმედ დაშავდა. "მანჩესტერ სიტისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ თამაშის 33-ე წუთზე ლონდონის კლუბის ფეხბურთელის შეიხ კუიატეს ხელი მოხვდა ყბაში.

>>>

მარტვილის კანიონში ნავებით ტურისტების მომსახურება ადგილობრივ მოსახლეობას აეკრძალება

წლევანდელ ზაფხულში, შესაძლოა, მარტვილის რაიონის ადგილობრივ ოჯახებს შემოსავლის ერთერთი საშუალება მოესპოთ: მოსახლეობა შიშობს, რომ კანიონში ნავებით გადასაადგილებლად ტურისტების მომსახურების უფლებას ჩამოართმევენ.

>>>

"ვისაც არ ესმის, რისთვის წამოვიდნენ ისინი საომრად, მინდა ვუთხრა - ეს ბიჭები გვჯობიან ყველას"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, შიროკინოსთან, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის დაღუპვას ეხმაურება და წერს:

>>>

ძნელი თავისუფლებისთვის ადვილად სიკვდილი ანუ ორი ქვეყნის გმირები

არა, არ ვიტყვი, რომ თქვენზე წერა ძნელია. წერა არაა ძნელი. ძნელია ბრძოლა: ორი ქვეყნისთვის როცა იბრძვი, როცა გჯერა, რომ რასაც იქ, არცთუ შორეულ უკრაინაში აკეთებ, შენს ქვეყანასაც იცავს და აძლიერებს.

>>>

გიორგი ჯანელიძე ბრძოლებს შორის შესვენებაზე „აზოველებს“ ქართულ ცეკვას ასწავლის (ვიდეო)

„აფხაზეთის ხმა“ უკრაინაში, ატო-ს ზონაში, დონეცკის ოლქის სოფელ შიროკინოსთან დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის (საბრძოლო სახმობი-მეტსახელი „სატანა“) კიდევ ერთ ვიდეოს გთავაზობთ.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?