ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალის "გზაჯვარედინის" დამაარსებელი, პოეტი ეკა ბაქრაძე "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ "სააკაშვილის ცხრაწლიანმა რეჟიმმა" ლიტერატურაზეც მოახდინა ნეგატიური გავლენა.
კოტე თოლორდავას მოსკოველი მეგობარი რეჟისორი ედუარდ ოგანესიანი ამბობს, რომ მსახიობის იდუმალ გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზნით იყო ჩასული კოტე მოსკოვში და რატომ არ დაურეკა მას, მაშინ როცა იცოდა, რომ არანაირი სასტუმრო არ დასჭირდებოდა.
დაახლოებით ერთი საათია, მოსკოვთან ახლოს, მალახოვკაში დრამა ტრიალებს: 53 წლის ადგილობრივი მცხოვრები იური კონდაკოვი საკუთარ ბინაშია შეკეტილი და იმუქრება, რომ ცოცხალი არ ჩაბარდება. ცნობილია, რომ ის შეიარაღებულია და მძევლად საკუთარი დედა და მეგობარი ჰყავს აყვანილი.
გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ უკვე გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც გალის რიონის სკოლებში ქართული ენაზე ნებისმიერი საგნის სწავლება აიკრძალება. აკრძალვა ადრეც მოქმედებდა, თუმცა, ის მხოლოდ ქართულ ენას ეხებოდა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეები ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონებში დადიოდნენ.
ქართველ მოჭადრაკეს გაიოზ ნიგალაძეს, შესაძლოა, სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ. მიზეზი მობილური ტელეფონია, რომელიც მოჭადრაკეს ტუალეტის კაბინაში ჰქონდა შენახული და პარტიის სვლების გასაანალიზებლად იყენებდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა აბაშა-ჯაპანის საავტომობილო გზაზე - "ნისანის" მარკის ავტომანქანა არხში გადავარდა, მანქანაში მყოფი 6 ადამიანიდან 4 დაიღუპა.
ხაკასიაში ხანძარი მძვინვარებს, რომლის მასშტაბები ერთი ღამის განმავლობაში კატასტროფულად გაიზარდა და ქალაქ ჩერნოგორსკს მიაღწია. დაღუპულია 5 ადამიანი, 900-ზე მეტი სახლი დაიფერფლა, 100-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ჰოსპიტალიზებულია.
ოფიციალური ინფორმაციით, გულის შეტევა გახდა სოფელ შუხუთში მცხოვრები 50 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ლანჩხუთში, ლელობურთის თამაშის დროს.
12 აპრილს ჰილარი კლინტონმა დე ფაქტო არსებული სიტუაცია დე იურედაც გააფორმა: განაცხადა, რომ აპირებს, 2016 წელს პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი.
ვერძი - დღეს უსარგებლო დღე იქნება დებატებისთის. არ ჩერთოთ პოლემიკაში მოუფრთხილდით ენერგიას, რადგან დღეს ვერავის დარწნუნებას ვერ შეძლებთ.