კანცელარიის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორად პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს

საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ის კანცელარიის წინ მიმდინარე, ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორად სწორედ ამ პარტიას ასახელებს.

>>>

კახა კალაძე: "ვხედავ ხალხის აღშფოთებას"; "უბრალოდ, უხერხულია, რაც ახლა ხდება"

საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს ვინმეს ის, რაც დღეს დილით მოხდა (ვეფხვის თავდასხმა ადამიანებზე). მისი თქმით, გებულობს, რომ დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ზოოპარკის დირექტორმა აიღო, რაც უხერხულია. 

>>>

გურიელიძის ჩვენებაში წერია, რომ მან დაკარგული ვეფხვის შესახებ შსს-ს 17 ივნისს დილით აცნობა

ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ შსს-ს 17 ივნისს, დილით შეატყობინა, რომ ზოოპარკიდან ვეფხვია დაკარგული, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შეკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

>>>

გურიელიძე 21:00 საათზე პრემიერმინისტრს პირისპირ შეხვდება

ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, 21:00 საათზე ის მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს პირადად შეხვდება. ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომასაც დაესწრება. 

>>>

გურიელიძე: ეს ვეფხვი ორჯერ აღირიცხა, როგორც მოკლული - მოხდა შეცდომა

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განმარტებით, თეთრი ვეფხვი ორჯერ აღირიცხა, როგორც მოკლული, რაც სამწუხარო შეცდომა იყო. - ამის შესახებ დაკითხვიდან გამოსულმა ზურაბ გურიელიძემ "მოამბესთან" განაცხადა.

>>>

დღეს ეთერში "არჩევანის" საგანგებო გადაცემა გავა

დღეს თოქ-შოუ "არჩევანი" ეთერში საგანგებო გამოშვებით გავა. ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

>>>

კაცელარიის წინ ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია დაანონსდა

დღეს, 20 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ამ წუთებში პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკითხვა დაიწყება. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მისი თანამშრომლები პროკურატურაში დაკითხვაზე ცოტა ხნის წინ დაიბარეს.

>>>

"დაკარგულია ერთი ვეფხვი და აფთარი" - ჯანელიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

მინდია ჯანელიძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხოველები ქუჩაში არ არიან, კომპეტენტური თანამდებობის პირისგან მიიღო. "ზოოპარკი არის სახელმწიფო შპს", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

>>>

ფალიაშვილზე ნადირის გამოჩენის ფაქტი არ დასტურდება

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 52 ნომერთან ვეფხვის ან სხვა გარეული ცხოველის პოვნის ფაქტი არ დასტურდება. ოგფიციალურმა პირებმა კომენტარები უკვე გააკეთეს. 

>>>

16 ივნისს ზოოპარკი ვერ ადასტურებდა ხელისუფლების ინფორმაციას, რომ ცხოველები ქუჩაში არ არიან

"ხელისუფლება აცხადებს, რომ არცერთი გარეული ცხოველი ქუჩაში არ არის, მაგრამ ზოოპარკის ტანამშრომლები ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ და ტერიტორიის სრულად გაწმენდას ელოდებიან", - ეს ფრაზა 16 ივნისის ცხრასაათიანი "კურიერიდანაა", ერომელმაც სიუჟეტი ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიიდან მოამზადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?