ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი „სინათლის ქალაქად“ ოდესის გადაქცევის პროექტის დაწყებას აანონსებს.
გუშინ, 1 ივლისს, ღამის საათებში ოდესის ცენტრში მდებარე პოპულარულ კაფეში "У Ангеловых" ასაფეთებელი მოწყობილობა შეაგდეს.
სირიელმა მემაბოხეებმა ISIS-ის 13 ბოევიკი მოკლეს და ვიდეორგოლი ინტერნეტში გაავრცელეს. კლიპში სირიელი მეამბოხეები ნარინჯისფერ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი - ეს ზუსტად ის ფერია, რასაც ISIS-ის ბოევიკები სიკვდილით დასასჯელი ქრისტიანებისთვის არჩევენ.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც მარიხუანას მოხმარების გამო სისიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებასა და სხვა, კანონით გათვალისწინებულ ნაკლებად მკაცრ სანქციებზე საუბრობდნენ, უმრავლესობის წევრმა "ქართული ოცნებიდან", მერაბ კაჭახიძემ "დაბოლილების" საწინააღმდეგოდ ისტორიული "მაგალითი" მოიყვანა.
უკრაინაში, ერთერთ გზატკეცილზე გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ დაიცვა ხორბლის გადამზიდავი მძღოლები რიგითმა გამვლელმა მძღოლმა, პოპულარობით სარგებლობს.
დღეს თბილისში, გალაკტიონის ხიდთან მომხდარ ფაქტზე, სადაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ფიგურირებს, სოციალურ ქსელში წერენ. ორი ინტერნეტმომხმარებელი მომხდარს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღწერს, ერთერთი კი ადგილზე გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
თავდამსხმელი, რომელმაც ოდესაში სამართალდამცველებს ესროლა და ერთი პოლიციელი მოკლა, კატაკომბებში მაკაროვის სისტემის პისტოლეტს მალავდა.
ფრანგული სიტყვა „შალანდა“, რომელიც თარგმანში ბტყელძირიანი, თევზსაჭერი და სხვა დანიშნულების გემია, თავიდანვე იქცა მიხეილ სააკაშვილის გაგუბერნატორების აღმნიშვნელ სიტყვად და უკრაინულმა, რუსულმა და ქართულმა მედიამ სხვადასხვა ასპექტში აიტაცა.
ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ 1 ივლისს ოდესაში ოფიციალურად წარადგინა ქალაქის პოლიციის ახალი უფროსი, დონეცკელი ოლეგ მაკუხა.
ბრიტანელი ფინატროპი სერ ნიკოლას უინტონი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ზღურბლზე 669 ბავშვი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრისგან იხსნა, 106 წლისა გარდაიცვალა.