საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი "ვექტორთან" საუბარში ამბობს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატური იყო, ხოლო ჟურნალისტების აქციაზე საოკუპაციო ზოლთან, ძირითადად, ნაციონალების მხარდამჭერები იყვნენ.
„ვფიქრობ, მთავრობის ქმედება აბსოლუტურად ადეკვატური იყო. ისინი ვინც ამ თემაზე ზედმეტს საუბრობენ, ვითარებას უფრო ამძიმებენ და ააფუჭებენ. კარგად უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და არა მხოლოდ ეს 30 მეტრი. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია.
ს კონკრეტული საკითხი კონკრეტულად უნდა გადაწყდეს. რუსეთის ქმედება, რასაკვირველია, დასაგმობია და მთავრობა ამ საკითხზე რამდენადაც შესაძლებელია რეაგირებს. რაც შეეხება ჟურნალისტების აქციისა, რა მოგახსენოთ, იქ მე ძირითდად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭრები ვნახე. ეტყობა მათ 2008 წელი არ ახსოვთ.
თუმცა საქართველოში გამოხატვის უფლება ყველას აქვს და როგორც უნდა ისე დააფიქსირებს დამოკიდებულებას“, - განუცხადა „ვექტორს“ გია ჟორჟოლიანმა.