„შუსტერ ლაივში“ გამოსვლის დროს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომ ოდესის ოლქში კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება ხელისუფლების ვერტიკალიდან უნდა მოდიოდეს.
დიმიტრი ზამოტაევი - 49 კგ-მდე კატეგორიის უკრაინელი მოკრივე, რომელმაც ბაქოში ბრინჯაო მოიგო, პირველ ადგილზე გასული მოკრივის ქვეყნის - რუსეთის დროშის აღმართვის დროს მისკენ პირით არ შეტრიალდა.
ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 81 კგ. წონით კატეგორიაში, ევროპის საუკეთესო ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა და პირველი თამაშების გამარჯვებული გახდა.
ტუნისში, კუვეიტსა და საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების გამო მედიასაშუალებებმა 26 ივნისი "ტერორის დღედ" მონათლეს. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ღებულობს კლინიკა ტუნისში, ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს.
მოქალაქეების მიერ "ფეისბუქზე" დაიგეგმა აქცია საკრებულოსთან კვირას, 28 ივნისს 6 საათზე, მოთხოვნით გაშენდეს ვერეს ხეობაში თბილისის ცენტრალური პარკი.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში კომისიის სხდომაზე მივიდა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, იფრენდნენ თუ არა ოდესაში სხვა ავიაკომპანიები, მონოპოლისტის გარდა.
თბილისში 11 აგვისტოს დანიშნული ევროპის სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვის საკითხი საბოლოოდ ჯერაც არ მოგვარებულა, თუმცა, უეფას ინსტრუქცია უკვე არსებობს.
BBC იტყობინება, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს ერთნაირსქესიანი ქორწინების ლეგალური უფლება ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე დაკანონდა.
25 ივნისს, ღამის საათებში, დაუდგენელმა პირებმა მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, „კრილატსკიე ხოლმის“ ქუჩაზე მდებარე ცნობილი მომღერლის ვალერიას სახლის ფანჯრებს პნევმატური იარაღიდან ესროლეს.
„რაც უფრო მალე გაფუჭდება, მით უკეთესია ჩვენთვის, ხელახლა იქნება გასაკეთებელი და გადაგვიხდიან“, - როგორც აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები ქალი ამბობს, სწორედ ასე უპასუხეს პრეტენზიებს კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებმაც მერიის დაკვეთილი სამუშაოები დაასრულეს.