-
2015-07-22 05:12
ჰონკონგი-ვლადივოსტოკის ავიარეისის მგზავრი მამაკაცი, რომელიც ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იყო და ბორტგამცილებელს აუხირდა, რამდენიმე უშედეგო შენიშვნის შემდეგ სალონში მყოფმა სხვა რუსებმა გაკოჭეს და დააბეს.
მგზავრების ჩარევა რომ არა, თვითმფრინავი საგანგებო დაშვებისთვის ემზადებოდა. ჰონკონგიდან ვლადივოსტოკამდე დაახლოებით ოთხი საათის საფრენი მანძილია და სწორედ ეს დრო გაატარა სავარძლებს შორის დებოშიორმა რუსმა მამაკაცმა, რომელსაც სტიუარდესას ჩხუბი გაურკვეველი მიზეზით დაუწყო. ვლადივოსტოკში მას სატრანსპორტო პოლიცია ელოდა.