"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სერგო თეთრაძის საქმეზე "იმედის" მიერ ბაჩო ახალაიასთვის შეგზავნილ შეკითხვებზე პასუხების სრულ ვერსიას აქვეყნებს, რომელიც "იმედის კვირაში" ვერ მოხვდა.
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ხელმძღვანელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი რუსი ჯაშუშებისა და მათი სავარაუდო ქართველი მოკავშირეების ფოტოებს ასაჯაროებს.
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კიდევ ერთხელ ეხმიანება სერგო თეთრაძის საქმის დეტალებს და რამდენიმე ფაქტს იხსენებს, რომლებიც ამ საქმის გამოძიების საკითსი მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ როცა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე მთავარი პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებაზე შეიტყო, მთავარ პროკურორთან შეხვედრა სთხოვა და უთხრა: "იქნებ, დავლაგდეთ".
დღეიდან, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საბერძნეთიდან საერთაშორისო ფულადი ტრანსფერები ვერ შესრულდება, რადგანაც ამ დროის მანძილზე საბერძნეთში ბანკები არ იმუშავებენ. ამ ერთი კვირის განმავლობაში მოსახლოებას ბანკომატებიდან ყოველდღიურად მხოლოდ 60 ევროს გამოტანის უფლება ექნება.
ოდესის ოლქის პროკურორის მოადგილე ტატიანა გორნოსტაევა, რომელიც უკრაინის გენპროკურორის შოკინის გერია, დეკრეტულ შვებულებაში გადის, თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, ის თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს.
„რუსთავი-2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი „ფეისბუქზე“ განხილვად აქტიურ თემებს „ფეისბუქზევე“ ეხმიანება და წერს, რომ სამი დასკვნა გამოიტანა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რიგაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან კლოდ იუნკერი სამიტის მონაწილეებს ოხუნჯურად ესალმება.
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. თეთრაძის საქმის სასამართლო პროცესებზე, რომელიც ღიაა, არ არსებობს არცერთი მოწმე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. ამასთან, ანი ნადარეიშვილი მოითხოვს, მოეხსნას გრიფი საიდუმლო საქმეს "ჯაშუშები" და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.
stars.ge-ს რედაქტორი ბესო ჩუბინიძე აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც ეთერ კაკულიას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. მომღერალი მადლობას უხდის ბიჭებს, რომლებმაც მეოთხე სართულზე ასვლაში დახმარება გაუწიეს.