13 სექტემბერს რუსეთის სპეცსამსახურებმა ყირიმში დააკავეს საერთაშორისო ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, სენაკელი ე.წ. კანონიერი ქურდი ილია სიმონია, იგივე "მახო". ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
ვერძი: - წინა დღის პრობლემებს დღეს მარტივად მოაგვარებთ. სამსახურებრივი საქმეები მეტად ეფექტურად და მარტივად წარმართავთ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე - დათო მჟავანაძისა და ორი ქტივისტის - ილია მალაზონიასა და ბესო ქათამაძის დააკავებას არაკონსტიტუციურად აფასებს.
პრემიერის გურიაში ვიზიტის გამო ოზურგეთის საშუალო სკოლებში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა.პედაგოგების ნაწილი გაკვეთილების შეწყვეტას ადასტურებს. როგორც მათ რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფთან განაცხადეს, ინფორმაცია სწავლის შეწყვეტის შესახებ გუშინ მიიღეს.
ქეთა თოფურია თბილისში ჩამოვიდა, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს მომღერალი ანრი ჯოხაძე აქვეყნებს.
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ველოსიპედის ძეგლსა და კვერცხებზე დაწყობილ სანდლებს სატანურ სიმბოლოებად მიიჩნევს. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „დროს“ ეთერში ისაუბრა.
თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დღეს დილიდან მოძრაობა გართულებულია. იმის მიუხედავად, რომ ნაწილობრივ გახსნილია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა საცობებია ვარაზის ხევსა და ჭავჭავაძის გამზირზე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში იმყოფებოდა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მოსწავლეთა მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
"არსადაც არ გავალ, თუნდაც სისხლის ფასად დამიჯდეს, მოვიდეს შს მინისტრი და გამიყვანოს აქედან, თუ მაგარია. მინდა ღარიბაშვილს მივმართო: მე გარტყმას ავიტან, მაგრამ მე კი არ გამარტყეს, აქ მდგომ თითოეულ გლეხს გაარტყეს. სწორედ ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ პოლიციის მასას გამოეყო ადამიანი, რომელმაც სახეში დამარტყა და გაიქცა",
განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, მთავარია, წიგნები იყოს და არავინ დაეძებს, უკვე გამოყენებულია თუ არა. ასე უპასუხა სანიკიძემ პრემიერის კითხვას, თუ რატომ ისმოდა კრიტიკა წიგნებთან დაკავშირებით.