მეოცე საუკუნის 70-80-იანი წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, მაშინდელი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას ხელახალი დაპატიმრება სამარცხვინო იყო, ამასთან, ენმ-ს მიმართავს და ამბობს, რომ პარტიას მხარდამჭერებთან ერთად, უიარაღო წინააღმდეგობა უნდა გაეწია ხელისუფლებისთვის და გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრება არ უნდა დაეშვა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური "აიპრესთან" საუბრისას, პენსიის მატებასთან დაკავშირებით "ათლარიან მატებას" აპროტესტებს და ამბობს, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდა.
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია "ლაიფ ნიუსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის საქართველოს ერთადერთი რეალური მოკავშირეა, რომელსაც რეგიონში მშვიდობა სურს.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მომავალ არჩევნებს "ქართული ოცნება" ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოგებს, რასაც "რუსთავი-2" გამოააშკარავებს, დაიწყება გამოსვლები და "ოცნება" ამ კრიზისს ვეღარ გადაიტანს.
"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას ამბობს, რომ გიგი უგულავას ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ხელისუფლებას ელექტორატის ნაწილი დააკარგვინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ელექტორატი ენმ-ს მხარდამჭერი გახდა.
იაპონიის ნაკრების გამარჯვება რაგბიში სამხრეთ აფრიკელებთან, ჯერჯერობით, მსოფლიო თასის მთავარი სენსაციაა. იაპონელებმა საოცარი მობილიზება გამოამჟღავნეს და ფაქტობრივად, ბოლო წუთებში გადაწყვიტეს თამაშის ბედი.
13 წლის მოზარდი წყნეთში, პეინტბოლის პერიმეტრში, ყელში მოხვედრილი ტყვიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ტყვია ახალგაზრდას გაუვარდა, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა.
გურჯაანში, კოტეხის ღვინის ქარხანასთან, სადაც ყურძენს კახური ტრადიციული მეღვინეობა იბარებს, ყურძნით დატვირთული 100-ზე მეტი სატვირთო მანქანა უკვე მეორე დღეა რიგში დგას. საწარმოში ამ დროისთვის ყურძნის მიღების პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იტყობინება.
12 წლის ბიჭი გარდაიცვალა დღეს ვარკეთილში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად. არასრულწლოვანს, რომელიც მამას ავტომობილის შეკეთებაში ეხმარებოდა, ე.წ. დომკრატით აწეული მანქანა დაეცა.