სასამართლოდან გათავისუფლებულმა გეგა გობეჯიშვილმა, რომელმაც "ჰოლიდეი ინში" მისვლისთანავე განაცხადა, რომ მხარს რეზი არველაძეს უჭერს, თუმცა, უეფას რეკომენდაციას ითვალისწინებს და ყრილობის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად სხვა დელეგატი იქნება.
აჩი არველაძე, შეკითხვაზე, დაიწყება თუ არა ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა, ჟურნალისტებს იქეთ ეკითხება, მოსალოდნელია თუ არა კიდევ ვინმე დაიჭირონ. ის ამ შეკითხვას პასუხის ნაცვლად მეორე ჟურნალისტსაც უსვამს.
ნარკოტიკის გამოყენების ბრალდებით დაკავებულ გეგა გობეჯიშვილს, რომელიც უკვე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, ადვოკატთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ "ფეისბუქზე" გობეჯიშვილის მეუღლე წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.
"ნარუშილოვკების" გამოყენების ამსახველი კადრებთის გავრცელებასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუ მისგან დამოუკიდებლად რაიმე უხერხულობა შეიქმნა. როგორც ცნობილია, გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც "ნარუშილოვკით" სარგებლობს პირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილადაა მიჩნეული.
სოფელ ტამიშში, სასფლაოზე მოკლეს გალის ე.წ. საბაჟოს უფროსი ბესლან მალანძია. ის ერთი გასროლითაა მოკლული. ცხედარი 2 ოქტომბერს, საღამოს 9 საათისთვის იპოვეს.
ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ბრალდებით დაკავებული გეგა გობეჯიშვილის გამოშვებამდე რეზი არველაძე უარს ამბობს რეგისტრაციამდე. მას მხარდაჭერას უცხადებს დელეგატთა ნაწილიც.
უცხოეთში მყოფი პროფესორი დოდონა კიზირია "რუსთავი-2"-თან დაკავშირებულ პროცესებს "ფეისბუქის" მეშვეობით ეხმიანება:
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა, ვენეციის კომისიაში გიორგი პაპუაშვილის ნაცვლად მინდია უგრეხელიძე იქნება წარდგენილი. შეგახსენებთ, მინდია უგრეხელიძე გაზეთ "კომუნისტის" ყოფილი რედაქტორი, 1990-99 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო 1999-2009 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე.
გაზეთ "კომუნისტის" ყოფილი რედაქტორი, 1990 წლის მრავალპარტიულ არჩევნებზე კომუნისტური პარტიის სიით გასული დეპუტატი, 1990-99 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძე ვენეციის კომისიაში გიორგი პაპუაშვილის ნაცვლად წარადგინეს. ინფორმაცია თეა წულუკიანმა დაადასტურა.
ვერძი: - შეეხმიანეთ იმ ადამიანებს ვისაც თქვენი დახმარება და პრობლემების მოგვარება შეუძლია. აგრეთვე, მათ, ვინც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გააცანით მათ თქვენი გეგმები, შეეცადეთ დააინტერესოთ.