მოსამართლე ურთმელიძეს დედამისის მიერ სიძის ნაჯახით დაჭრა "რუსთავი-2"-ის საქმის განხილვამდე გაუხსენეს (ვიდეო)

Image

თამაზ ურთმელიძეს, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს, შესაძლოა უახლოეს მომავალში თავად მოუწიოს სასამართლო პროცესებზე სიარული, სადაც ბრალდებული მისი დედა იქნება. 2014 წელს მომხდარი შემთხვევა კი ყველა იმ კითხვაზე იძლევა პასუხს, რომელიც ურთმელიძის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისმებოდა-მოსამართლის დედამ საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩაარტყა. 

 

თამაზ ურთმელიძის დედას, ბრალს გამომძიებლები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წაუყენებენ, წელიწადისა და 8 თვის დაგვიანებით. ამის შესახებ ურთმელიძის სიძეს საგამოძიებო უწყებიდან დღეს დილით აცნობეს. საქმე ეხება 2014 წლის 7 იანვარს მომხდარ ინციდენტს, როდესაც სიძის მტკიცებით მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა.

 

დავა ვალერი სილაგაძესა და ურთმელძეების ოჯახს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სილაგაძის მეუღლე დარეჯან ურთმელიძე გარდაიცვალა, ქმარმა კი მოითხოვა, რომ ცოლის ბინა მათი ერთადერთი შვილის სახელზე გაფორმებულიყო, რასაც ურთმელიძეების უარი მოჰყვა.

 

7 იანვარს სიდედრი, სიძე და მცირეწლოვანი ბავშვი თემქაზე სადაო ბინაში იმყოფებოდნენ, როდესაც ბინის თემაზე კამათი სიძის დაჭრით დასრულდა.

 

ამის შემდეგ ნაჯახით დაჭრილი სიძე კლინიკაში, მდინარა გიორგობიანი კი პოლიციაში გადაიყვანეს. ვალერი სილაგაძე და მისი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც თავდასხმის თვითმხილველი იყო იმავე დღეს მოწმის სტატუსით დაკითხეს.

 

მოსამართლე ურთმელიძის დედის თაროზე შემოდებული საქმე აქტუალური გამომძიებლებისთვის 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე რუსთავის 2-ის ქონებას ყადაღას დაადებდა.

 

მეორედ უკვე სამართალმცველები ქუთაისში მოსამართლის სიძის საცხოვრებელ სახლში სექტემბრში მივიდნენ, სილაგაძე პოლიციაში წაიყვანეს და დაზარალებულად ერთი წლისა და 9 თვის შემდეგ სცნეს. ეს თარიღი რუსთავის 2-ის პარტნიორი ტელეკომპანიის TV საქართველოსთვის ყადაღის დადებას ემთხვევა.

 

ვალერი სილაგაძის ინფორმაციით მისი სიდედრი ქალაქ ცაგერში მეორე ქალიშვილის დიანა ურთმელიძის სახლში ცხოვრობს, ამიტომ ამ ბრალდებებზე პასუხის ჩასაწერად კურიერის გადამღები ჯგუფი ცაგერში ჩავიდა.

 

მითითებულ მისამართზე, ურთმელიძეების სიძე კარლო ქარსელაძე დაგვხვდა, პირველივე კითხვაზე პასუხი შეურაცხყოფით დაიწყო, მოგვიანებით ჟურნალისტებზე მიტანილ იერშის ქარსელაძის დაც შეურთდა.

 

"რუსთავი-2"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !