"საქართველოს მთავრობას სამი საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს, პოლიტიკური შურისძიება შეწყვიტოს"

Image

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მესამეა იმ ასამბლეათა შორის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება და სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუცია და დეკლარაცია. 

 

ამის შესახებ პარლამენტის წევრი, ენმ-ს ერთერთი ლიდერი გია ბარამიძე წერს:

 

"ივანიშვილის გასაგონად და მთელი ქვეყნის საყურადღებოდ, ამ წუთას, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულმა სხდომამ კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუცია და დეკლარაცია, სადაც საქართველოს მთავრობას ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციები (ახლა უკვე 3 საპარლამენტო ასამბლეა) მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება და შერჩევითი სამართლის გამოყენება ოპოზიციის მიმართ და არ დაუშვას თავისუფალი მედიის შეზღუდვა.

 

არ მაქვს იმედი, რომ ივანიშვილს ისევე როგორც პუტინს, ეს რეზოლუციები აღელვებს და რამეს მართლა შეცვლის, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - წერს გიორგი ბარამიძე.

 

NATO-PA.jpg

NATO-PA1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !