ამოხსნილი საიდუმლო - ქალის ორგაზმი

Image

ქალის ორგაზმი ის საიდუმლოა, რომელსაც სწავლულები, უკვე მრავალი წელია, ჩაჰკირკიტებენ. გაირკვა, რომ ამ საიდუმლოს გასაღები პლანეტის უმშვენიერეს ქმნილებათა თავის ტვინში ყოფილა. ახალი მონაცემების თანახმად, ნებისმიერ ქალს, სექსის კულმინაციის მისაღწევად, მინიმუმ ორი გზა აქვს.

 

პირველი კვლევა ამ თემაზე ნიუ–ჯერსიში მდებარე რუტგერსკის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფმა ჩაატარა. პროფესორ ბარი კომისარუკის ხელმძღვანელობით მათ გაანალიზეს და შეისწავლეს ექსპერიმენტის მონაწილე ქალების მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია მაშინ, როცა ისინი თვითდაკმაყოფილებას მიმართავდნენ. ამ დროს მაღალი აქტივობა თავის ტვინის 30 განაყოფზე მეტმა გამოავლინა, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებასა და წარმოსახვაზე არიან პასუხისმგებელნი.

 

მეორე ჯგუფმა – ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ზუსტად ანალოგიური ექსპერიმენტი ჩაატარა, ოღონდ სწავლულები იმ ქალების მრტ–ს სწავლობდნენ, რომლებიც პარტნიორთან სექსით იყვნენ დაკავებულნი. მრტ–მ უჩვენა, რომ ამ პროცესში არ იყვნენ ჩართული თავის ტვინის ზემოთხსენებული, გადაწყვეტილების მიღებისა და წარმოსახვის დანაყოფები.

 

სწავლულებმა სწორედ აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ მამაკაცთან სექსუალური კონტაქტის დროს ქალი ორგაზმს აღწევს მხოლოდ მაშინ, როცა იგი აღწევს ცნობიერების მდგომარეობის შეცვლას.

 

„არა მგონია, რომ ორგაზმი თიშავს ცნობიერებას, მაგრამ ის ცვლის მას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ორგაზმის დროს ადამიანი საკუთარ თავს კონტროლს ვერ უწევს“, – ასე ახსნა შედეგები კვლევის ხელმძღვანელმა – ჯანნიკო გეორგიადისმა.

 

სწავლულები მიიჩნევენ, რომ რომ ამ რთული პროცესის შესწავლა მომავალში საინტერესო იქნება იმ ქალებისთვისაც, რომლებსაც მამაკაცებთან სექსუალური ურთიერთობის დროს ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

 

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სპეციალისტებმა დადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც სექსის დროს ორგაზმის სახით კულმინაციას ხუთიდან მხოლოდ ერთი ქალი აღწევს. ორგაზმის იმიტაციას ქალების 80% მიმართავს და ამას ისინი არა უბრალოდ, არამედ ერთფეროვნებისა და მოწყენილობის დასაძლევად აკეთებენ.

 

სპეციალისტებმა 71 ჰეტეროსექსუალი, 18–დან 48 წლის ასაკამდე ქალის „სასარეცლო“ ქცევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ყოველი მეორე სექსუალური აქტის დროს საკუთარ თავსა და პარტნიორს სექსისთვის დამახასიათებელი შორისდებულებითა და ბგერებით ართობს.

 

სოციოლოგებმა განაცხადეს, რომ ქალების 25%–ს, უკვე კარგა ხანია, აღარ ახსოვს ნამდვილი ემოცია – ათიდან ცხრა შემთხვევაში ისინი, უბრალოდ, თამაშობენ სიამოვნების უმაღლეს მწვერვალზე ყოფნას...

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !