თურქეთთან მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, დღეს რუსეთს არ ჰყავს მოკავშირეები შავი ზღვის აუზში. მეტიც: შავი ზღვის აუზის ხუთი ქვეყნიდან სამი (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) ნატოს წევრი, ხოლო ორი (უკრაინა, საქართველო), პრაქტიკულად, წევრობის კანდიდატია.
სავარაუდოდ, ქმრის ეჭვიანობა გახდა ნოვოსიბირსკში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი: ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის ოქსანა ბობროვსკაიას ქმარმა მანქანაში, სადაც ცოლთან ერთად იმყოფებოდა, ხელყუმბარა ააფეთქა.
CNN-თან ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი მხრიდან C-400-ის გამოყენება თურქული თვითმფრინავების წინააღმდეგ აღქმული იქნება, როგორც აგრესია.
უკრაინის მარლთმადიდებლური ეკლესიის ლუცკისა და ვოლინსკის ეპარქიის მიტროპოლიტი მიხეილი (ზინკევიჩი) მრევლს ქადაგებისას ეუბნება, რომ უნდა ილოცონ არა ოკუპანტების (რუსულ), არამედ უკრაინულ ენაზე.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი კიდევ ერთხელ ეხმიანება ლატაკიის პროვინციაში რუსული სუ-24-ის ჩამოგდების ფაქტს და წერს, რომ ბოდიში არა თურქეთს, არამედ რუსეთს აქვს მოსახდელი და რომ მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში თურქეთი ისევ ისე მოიქცევა, როგორც მოიქცა. ერდოღანმა ვრცელი განცხადება ანკარაში გააკეთა.
თურქეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმიანება და წერს, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული სიხარული მხოლოდ შიშველი ემოცია არ არის.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ალიანსის ყველა წევრი არ იქნება თანახმა, 2-3 წელიწადში საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ედგარს რინკევიჩის თქმით, ამისთვის დროა საჭირო და საქართველომ როგორც თავდაცვისუნარიანობა უნდა აიმაღლოს, ასევე პოლიტიკური რეფორმები უნდა გაატაროს.
ვერძი: - საინტერესო და პერსპექტიულ შემოთავაზებებს მიიღებთ; გამოსადეგ ადამიანებს გაიცნობთ. კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად. პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით.
ვებ-გვერდი informnapalm.org რომელიც ემსახურება უკრაინაში და სხვა ქვეყნებში რუსული აგრესიის საინფორმაციო გაშუქებას და რუსული პროპაგანდისტული მანქანის საწინააღმდეგოდ, კონფლიქტების რეალურ არსს, რუსული აგრესიის მთავარ მიზანს წარმოაჩენს, ამიერიდან სტატიებს ქართულ ენაზეც გამოაქვეყნებს.
ტვ Newsader-ის დირექტორმა ალექსი რომანოვმა სიუჟეტი მოამზადა იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის რუსეთს, თუ იგი თურქეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაებმება.