ფაქტობრივად, რუსეთი გარკვეულ წინასაომარ მდგომარეობაში შევიდა თურქების მიერ რუსული საფრონტო ბომბდამშენის Су-24М ჩამოგდების შემდეგ. ამის შესახებ დაწერა "Эхо Москвы"-ს ბლოგზე რუსმა სამხედრო ექსპერტმა - პაველ ფელგენგაუერმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე საკუთარ სახლში დააყაჩაღეს - შეიარაღებულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახლიდან 800 ლარი წაიღეს, ფარეხიდან კი თავმჯდომარის კუთვნილი მანქანა გაიყვანეს და ტერიტორია ისე დატოვეს.
ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 23 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში აიყვანეს. მისი სახლიდან ხელყუმბარა და „ისლამური სახელმწიფოს“ დროშაა ამოღებული.
უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო 11-წლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში პირველად დამარცხდა. სამი სახეობის ვერსიაში მსოფლიო ჩემპიონობისთვის ორთაბრძოლაში მან ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან ქულებით წააგო.
თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, თბილისის დროით 04:28 საათზე მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა.
აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი მძიმე ათლეტიკაში, სადაც საქართველოდან წარგზავნილი სპორტსმენი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ვიდეოპორტალებზე პოპულარული ხდება ახალგამოქვეყნებული ვიდეო, სადაც, აღწერის მიხედვით, გურიაში გამართული ქორწილია გადაღებული. ახალგაზრდა გოგო, სავარაუდოდ, ნეფე-დედოფალს ადღეგრძელებს და საკმაოდ დიდი ზომის ყანწს ბოლომდე ცლის.
ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩაზე, 10-მდე ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტომობილების მფლობელების თქმით, მძარცველებმა მანქანებს მხოლოდ სამარკო ნიშნები მოაძვრეს.
ფრაგმენტი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - ახალი კლიპი ასანთის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ცოტნე ცოტაშვილის შესრულებით.
„იმ შემთხვევაში, თუ თავკერძა პუტინი კრემლიდან გაბედავს NАТО-სთან პირდაპირ კონფრონტაციას, ალიანსისა და რუსეთის ფედერაციის დაპირისპირება გასტანს არა უმეტეს 10-20 დღისა, შემდეგ კი რუსეთის მხრიდან კაპიტულაციაზე ხელის მომწერი აღარავინ დარჩება“.