ISIS ახალ ვიდეოს აქვეყნებს და ახალ მტერ ქვეყნებს ასახელებს (ვიდეოს გარეშე)

"ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა და "ისლამური სახელმწიფოს" მტერი ქვეყნების რიგში, საქართველოს შემდეგ, კიდევ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა დაასახელა. მტრებს შორის მოხვდნენ ლიტვა, მოლდოვა და უკრაინა. 

>>>

რუსული მედია: G20 სამიტზე ობამამ ერდოღანს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე თანხმობა მისცა

რუსული პროპაგანდისტული მედიის ნაწილი, არაბულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ასახელებს, წერს, რომ ატლანტაში, G20 სამიტზე ბარაკ ობამამ მწვანე შუქი აუნთო რეჯიბ ტაიპ ერდოღანის გეგმას, რუსული სამხედრო თვითმფრინავის სირიაში ჩამოგდების შესახებ.

>>>

მსოფლიოს ულამაზეს ფრენბურთელად მიჩნეულ რუს სპორტსმენს ანკარაში ჩასვლის ეშინია და ტურნირის გადატანას ითხოვს

ნატალია ობმოჩაევა - მსოფლიოს ჩემპიონი 2010 წელს და პლანეტის ერთერთ ულამაზეს ფრენბურთელ ქალად მიჩნეული რუსი სპორტსმენი ითხოვს, 2016 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი ქალ ფრენბურთელთა შორის თურქეთის ნაცვლად, სხვა ქვეყანაში ჩატარდეს. 

>>>

ატლანტაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მოკრივე ო'ნილ ბელი მოკლეს

სახელგანთქმული მოკრივე, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ო'ნილ ბელი (O'Neil Bell) მოკლეს ჯორჯიის ქალაქ ატლანტაში. დაუდგენელმა პირმა მას და მის მეგობარს მაშინ ესროლა, როცა ისინი ავტობუსიდან ჩამოდიოდნენ. ბელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი მეგობარი კლინიკაში გადაიყვანეს.

>>>

სარატოვში ჩასულ თურქულ „ბეშიქთაშს“ ტრიბუნაზე წარწერა „მოღალატეები!“ დაახვედრეს

სარატოვში, ადგილობრივი „ავტოდორისა“ და თურული „ბეშიქთაშის“ საკალათბურთო კლუბების შეხვედრის წინ და მსვლელობისას „ავტოდორის“ რუსმა გულშემატკივრებმა საკალათბურთო დარბაზის ტრიბუნებზე პოლიტიკური პლაკატები გამოფინეს.

>>>

სააკაშვილი: ბაიდენი ჩამოდის და კორუფციასთან ბრძოლის საკითხს მწვავედ დასვამს (ვიდეო)

ტელეარხ 112-ში სტუმრობისას ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მაღალ თანამდებობის პირთა კაბინეტებში უკვე ყოყმანობენ, გამოყონ თუ არა მილიარდები უკრაინისთვის, თუკი აქ კორუფციასთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში არ გადავა.

>>>

დავითოღლუ: „თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ ISIS-თან ბრძოლის ეგიდით მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ“

თურქეთის პრემიერმინისტრი ახმედ დავითოღლუ აცხადებს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული სუ-24 ჩამოაგდეს, ISIS-ის შენაერთები არ არიან და ტერორიზმის არანაირი ელემენტი არ არსებობს. 

>>>

როგორ ჩამოაგდეს რუსული СУ-24 - ვიდეოშარჟი, რომელიც პოპულარულია

ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეოშარჟი, რომელიც თითქოსდა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად წარმოადგენს, როგორ ჩამოაგდეს სინამდვილეში რუსული სუ-24, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

>>>

ობამას მიერ ხელმოწერილი კანონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარკ ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის განახლებულ ბიუჯეტს, რომლის მიღებაც აქამდე ვერ ხერხდებოდა. 

>>>

უკომენტაროდ: სირიაში დაბომბილი ჰუმანიტარული კოლონა (ვიდეო)

სირიაში, ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით ავიადარტყმის შედეგად დაიბომბა 30 ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელიც ლტოლვილთა ბანაკისკენ მიემართებოდა. კოლონის დაბომბვაში რუსეთის სამხედრო ავიაციას ადანაშაულებენ. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?